რეგიონი
ბათუმი-ახალციხის გზა, რომელიც მეწყერმა ჩაკეტა, ცალმხრივად გაიხსნა

 

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი ნაწილობრივ გაიხსნა. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება ცალმხრივად უკვე შესაძლებელია, თუმცა სამუშაოები გრძელდება, რათა მაგისტრალზე მოძრაობა სრულად აღდგეს.

"გზაზე დიდი ზომის ლოდები ჩამოწვა და საჭირო გახდა ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელება. საქართველოს გზების დეპარტამენტი სამუშაოებს მთელი დღის განმვალობაში ახორციელებდა", - ნათქვამია განცხადებაში. 

მეწყრული პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანში გუშინ, გვიან ღამით განვითარდა. შედეგად მოძრაობა სრულიად იყო შეწყვეტილი მთიანი აჭარის სამი მუნიციპალიტეტის მიმართულებით.

 

| Print |