ხალხის აზრით
მთავრობის რომელი შეღავათით ისარგებლეთ?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 11.9% შეადგინა.

იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებმაც სამსახური და შემოსავალი პანდემიის გამო დაკარგეს, მთავრობამ ეკონომიკური გეგმით გადაწყვიტა.

თუ შედგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებთ, შესაძლოა კომუნალური გადასახადები ჩამოგეწეროთ, ან საბანკო სესხებზე საშეღავათო პერიოდით ისარგებლოთ.

ამავე გეგმის მიხედვით, იდენტიფიცირების შემდეგ, ერთჯერადად, 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ თვითდასაქმებულები - ვინ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც ხელისუფლებამ მოსახლეობის დახმარებისთვის შეიმუშავა და ისარგებლეს თუ არა მოქალაქეებმა ახალციხეში მთავრობის სუბსიდიით. "მეცხრე არხმა" ეს კითხვა ადგილობრივებს დაუსვა.

| Print |