ხალხის აზრით
როდის უნდა გადაიხადოს მოქალაქემ საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმა - ახალციხელთა შეფასებები
COVID-19-ის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის ანგარიშის მიხედვით, პოლიცია საგანგებო რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დროს დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 000-ზე მეტი თანამშრომელი იყო ჩართული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 8 737 ფაქტი, რისთვისაც 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი დაჯარიმდა. 

საგანგებო მდგომარეობისას დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში განსაზღვრული ჯარიმების გადახდის ბოლო შსს-ს საიტზეა მითითებული.  

როდისაა 3000-ლარიანი ჯარიმის გადახდის ბოლო ვადა დაჯარიმების დღიდან? – ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შეგიძლიათ შეხვიდეთ შსს-ს ვიდეოჯარიმების გვერდზე.

ახალციხელების თქმით, ჯარიმა უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ამდენი . ადგილობრივები ამბობენ ,რომ კრიზისის დროს მოქალაქეებს გაუჭურდებათ დაკისრებული ჯარიმის გადახდა, რის გამოც სახელმწიფოსგან გარკვეულ შეღავათებს ითხოვენ.

| Print |