ხალხის აზრით
ხალხის ფსიქიკა ძალიან დარღვეულია, გადაიღალა ყველა - ახალციხელები სატრანსპორტო რეგულაციების შესახებ
ორშაბათიდან, 8 ივნისიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება და საქალაქთაშორისო მიკროავტოვუსები თუ ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ.

დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად საჭიროა შემდეგი მითითებების გათვალისწინება:

• სატრანსპორტო საშუალების შიდა სივრცის დასუფთავება/დეზინფექცია
• სატრანსპორტო საშუალების კარების შიდა/გარე სახელურების დასუფთავება/დეზინფექცია

აუცილებელია, ყოველი დასუფთავება/დეზინფექციის პროცესის შემდეგ მოხდეს ხელთათმანების გამოცვლა და ხელების დაბანა/დამუშავება.

პერსონალმა თავი უნდა აარიდოს მჭიდრო კონტაქტს ახალი კორონავირუსის სიმპტომების მქონე პირებთან და შეატყობინოს სპეციალურ უწყებებს აღნიშნული შემთხვევების შესახებ.



| Print |