ხალხის აზრით
იცავენ თუ არა რეკომენდაციებს ხალხმრავალ ადგილებში?
საქართველოში 10-მდე გაიზარდა კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთა დაავადების წყარო უცნობია. მათგან ხუთ პირს ინფექცია დღეს, 13 ივნისს გამოუვლინდა.

ეპიდემიოლოგების თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების ეტაპობრივ შემსუბუქებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დავიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება, საჯარო სივრცეში მოქალაქეებს შორის 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარების ვალდებულება.


პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილების შემთხვევაში, ფიზიკური პირი 20 ლარით დაჯარიმდება, ხოლო ამ სივრცის მფლობელი იურიდიული პირი ან ინდმეწარმე 500 ლარით.
ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ ხალხი რეკომენდაციებს არ იცავს. ნაწილი კი ირწმუნება, რომ ადგილობრივების მიერ, შეზღუდვების დარღვევა არასდროს შეუნიშნავთ.

| Print |