ხალხის აზრით
რომელი ქვეყნებიდან უნდა მიიღოს საქართველომ ტურისტები?
10 დღეში საქართველოს საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. საერთაშორისო ტურისტებს შორის, გასულ წლებში ძირითადად, მეზობელი ქვეყნების - რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და თურქეთის მოქალაქეები ჭარბობდნენ. რომელი ქვეყნებიდან მიიღებს წელს საქართველო დამთვალიერებლებს - ჯერ უცნობია. თუმცა კავკასიის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების მასშტაბების მიხედვით, მდგომარეობა არასახარბიელოა.

მაგალითად სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 320 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, 22 ივნისის მდგომარეობით, ჯამში კორონავირუსით დაინფიცირების 20 588 შემთხვევაა გამოვლენილი. ამჟამად მკურნალობას 10 980 პაციენტი გადის, ხოლო ვირუსისგან 9 131ადამიანი განიკურნა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსს კიდევ 10 ადამიანი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 360-მდე გაიზარდა.

ვისგან უნდა მიიღოს საქართველომ ტურისტები და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ქვეყნისთვის - ეს კითხვა ახალციხეში მოსახლეობას დავუსვით.

| Print |
თეგები: ტურიზმი /