ხალხის აზრით
რა იცით კორონავირუსის შესახებ?
COVID-19-ის პანდემიას მსოფლიო ებრძვის. ახალი კორონავირუსი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად, დასნებოვნებულ ადამიანთან ახლო კონტაქტით, ჰაერწვეთოვანი გზით გადაეცემა.

ამ ვითარებაში, კორონავირუსის შესახებ მოქალაქეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, მედიის და შესაბამისი უწყებების მოვალეობაა. ინფექციისგან დაცვა მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.

რა იციან ვირუსის შესახებ ახალციხეში - ეს კითხვა ჩვენ მოქალაქეებს დავუსვით. ადგილობრივების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მედიკოსების პოზიციას, რომ ვირუსი საშიშია. თუმცა მოქალაქეების უმეტესობა თანხმდება, რომ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები ყველამ უნდა შეასრულოს.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |
თეგები: კორონავირუსი /