ხალხის აზრით
სჭირდება თუ არა საქართველოს რუსეთის ბაზარი?
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურზე დაყრდნობით, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი. საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ყურძნის ნატურალური ღვინოები, ფეროშენადნობები, მინერალური და მტკნარი წყლები, სპირტიანი სასმელები და დაფასოებული სამკურნალო საშუალებები.

ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართულ-რუსული ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, არა მხოლოდ ქართულ საექსპორტო პროდუქციის რეალიზებას შეექმნება პრობლემა, არამედ იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფასების ზრდა და ზოგიერთი პროდუქტების დეფიციტი. თუმცა, სპეციალისტების თქმითვე, საქართველომ მოახერხა რუსულ ბუნებრივ აირზე 100%-იანი დამოკიდებულების 10%-მდე შემცირება.

სჭირდება თუ არა საქართველოს რუსეთის ბაზარი? - ამაზე ახალციხეში მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ქართველი მეწარმეები და ფერმერები რუსული ბაზრის გარეშეც შეძლებენ პროდუქციის რეალიზებას, მოქალაქეთა მეორე ნაწილი კი თვლის, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება რუსულ ბაზარზე იმ სახით დაბრუნება, როგორიც ეს ათეული წლების წინ იყო.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |