ხალხის აზრით
როგორ იმოქმედა ციფრულმა ტექნოლოგიებმა წიგნიერების დონეზე საქართველოში
ინტერნეტის ეპოქამ, წიგნების მიმართ ინტერესი ბავშვებში კიდევ უფრო შეამცირა. კორონაპანდემიის გამო სწავლების ონლაინრეჟიმში გადასვლამ ახალგაზრდები კომპიუტერს კიდევ უფრო მეტად მიაჯაჭვა. ამან ბავშვები წიგნებთან ურთიერთობას გადააჩვია.

როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნი - ეს კითხვა ყოველდღიურად  უფრო აქტუალური ხდება. ახალციხელების აზრით, საკითხზე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა ერთობლივად უნდა იმუშავოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მშობლის როლი. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ ბავშვს წიგნი პატარაობიდანვე, საბავშვო ილუსტრირებული ლიტერატურით უნდა შეაყვარო.


საერთაშორისო კვლევების მიხედვით, საქართველოში ერთ მილიონ ადამიანზე 13 615 წიგნი იბეჭდება, რის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში 62-ე ადგილზეა.

| Print |