ხალხის აზრით
რატომ გახშირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევები?

 

ბოლო ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში ძალადობის 962 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 74 - სამცხე-ჯავახეთში.

ახალციხეში გამოკითხული მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ბოლო პერიოდში ძალადობის შემთხვევები გაზრდილია. ადგილობრივების აზრით, სხვების ჩაგვრას, ძირითადად, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი და შეუმდგარი ადამიანები ახდენენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ ოჯახში გაიზარდა მომავალი მოძალადე, რადგან ადამიანი სწორედ აქ სწავლობს საკუთარი თავისა და სხვის პატივისცემას.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ძალადობის მიზეზი უმეტესწილად სოციალური მდგომარეობაა, რის გამოც ოჯახში ჩაგვრის ფაქტი იმატებს.


 


| Print |