ხალხის აზრით
იცნობენ თუ არა სამცხის ოლქის კანდიდატებს ახალციხეში?
2020 წლის არჩევნებემდე სამ კვირაზე ნაკლები  დარჩა. პოლიტიკური პარტიების კანდიდატები  წინასაარჩევნო კამპანიებს აქტიურად მართავენ, თუმცა, ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი, არსებული 14 კანდიდატიდან მხოლოდ ორ მათგანს იცნობს.

კითხვაზე - აპირებენ თუ არა არჩევნებზე წასვლას - ახალციხელების ნაწილი ამბობს, რომ ხალხის კეთილდღეობაზე მაინც არავინ იფიქრებს, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ქვეყნის მომავლისა და კეთილდღეობისთვის მისი ხმა გადამწყვეტია და ამ დღის გამოტოვებას არ აპირებს.

ზოგიერთმა მოქალაქემ ისიც არ იცის ვინ იყრის კენჭს საპარლამენტო არჩევნებში, შესაბამისად ისინი პროცესში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.

| Print |