ხალხის აზრით
როგორ აისახება მოქალაქეებზე ლარის კურსის ცვლილება?
საქართველოში ლარის კურსი ყოველდღიურად უფასურდება. ვალუტამ ანტირეკორდი 27 სექტემბერს მოხსნა, როდესაც 1 დოლარის ღირებულებამ 3 ლარსა და 33 თეთრს მიაღწია.
ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ გაუფასურებული ლარი გაძვირებულ პროდუქტს, საწვავსა და მედიკამენტებს ნიშნავს, ეს კი მათ ფინანსურ მდგომარეობას აუარესებს.

მათი თქმით, ყველაზე რთულ მდგომარეობაში პენსიონერები არიან.

საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ბუნებრივი პროცესია და აუცილებლად დარეგულირდება.




| Print |