ხალხის აზრით
რამდენად დემოკრატიულად ჩატარდა 2020 წლის არჩევნები?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა. ოპოზიცია არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ არსებული პოზიცია გაყალბების მეშვეობით შეინარჩუნა.
ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის აზრი, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების თაობაზე, არაერთვაროვანია. გამოკითხული მოსახლეობის ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ადგილობრივების მეორე ნაწილი კი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების ალბათობას პესიმისტურად განიხილავს და ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. მათი აზრით, ბოლო პერიოდში მომხდარი უარყოფითი პროცესების გამო, შეუძლებელი იყო საპარლამენტო არჩევნები მმართველ პარტიას მოეგო.



| Print |