ხალხის აზრით
როგორ უნდა მოგვარდეს ყარაბაღის კონფლიქტი?
მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორი კონფლიქტმა პიკს მიაღწია. დაჭრილებისა და დაღუპულების რაოდენობა, ორივე მხარეს ყოველდღიურად იზრდება. სამჯერ მიღწეული შეთანხმების შენარჩუნებას კონფლიქტში ჩართული სახელმწიფოები ამ დრომდე ვერ ახერებენ.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზებზე ახალქალაქის სოფელ დილისკაში ადგილობრივი მოსახლეობა მსჯელობს. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველომ ჰუმანიტარული დამარების კუთხით სომხეთს მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. გამოკითხული მოსახლეობის მეორე ნაწილის აზრით კი ქვეყანამ ნეიტრალური პოზიცია უნდა შენარჩუნოს და მეზობელი ქვეყნების კონფლიქტში არ უნდა ჩაერიოს. მათი აზრით, მხარეებმა კონფლიქტი უმოკლეს დროში უნდა მოაგვარონ, დაზავდნენ და საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტონ.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |