ხალხის აზრით
რატომ იზრდება COVID19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა?
ჯანდაცვის უწყება აღიარებს, რომ მდგომარეობა საგანგაშოა. ამის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ ორთვიანი შეზღუდვები აამოქმედა, რომლის მიზანიც ნაკლები მოქალაქის დაინფიცირებაა.
რატომ იზრდება კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა - ეს კითხვა ახალციხეში მოსახლეობას დავუსვით. მათი თქმით, მიზეზი ხელისუფლების უმოქმედობაა, რადგან შესაბამისი ზომები დროულად ვერ მიიღეს. მოქალაქეების ნაწილის აზრით კი, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მოსახლეობის დაუდევრობის ბრალია. ზოგიერთი ყოველდღიურ სტატისტიკას სკეპტიკურად უყურებს და ფიქრობს, რომ ინფიცირებულთა მზარდი რაოდენობა ხელისუფლებას ხელს აძლევს.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |