ხალხის აზრით
როგორ უნდა გადანაწილდეს 2021 წლის ბიუჯეტი?
ახალციხის 2021 წლის ბიუჯეტზე მუშაობა სრულდება. როგორ უნდა გადანაწილდეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი – ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით. საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ თანხის დიდი ნაწილი ჯანდაცვის სფეროს უნდა მოხმარდეს. ზოგიერთების აზრით, მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების გათვალისწინება მოხდეს.

ადგილობრივი ბიუჯეტით ვერა, თუმცა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მედიკამენტებისა და სურსათის ფასები, ასევე დოლარის კურსი დარეგულიროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემიის პირობებში ხალხის საჭიროებების დაკმაყოფილებას, ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ გაწვდება.

| Print |