ხალხის აზრით
რა ფიქრობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ახალციხეში?
მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძებები უკვე დაიწყო. დასავლური წარმოების ვაქცინით, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში, ამერიკასა და ლონდონში მიმდინარეობს.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ვაქცინაციის დანერგვის გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. მისივე ვარაუდით, კორონავირუსის პირველი ვაქცინა სავარაუდოდ მარტში ან აპრილში შემოვა.

რამდენად აქტიურად ჩაერთვება ვაქცინაციის პროცესში ახალციხის მოსახლეობა და რას ფიქრობენ ადგილობრივები COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე - ამასთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები არაერთგვაროვანია.

| Print |