ხალხის აზრით
როგორ შეაფასებთ ერევანში მიმდინარე დემონსტრაციებს?
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ, სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით დაწყებული საპროტეტსო აქციები გრძელდება. დემონსტრაციები ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე 10 ნოემბრიდან დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის 51% ეთნიკურად სომეხი მოქალაქეები არიან. სომხეთში მიმდინარე მოვლენებზე ნინოწმინდის მაცხოვრებლებს ვკითხეთ. მოსახლეობის უმეტესობა ნიკოლ ფაშანიანის გადაწყვეტილებას და ომის შეწყვეტას ამართლებს. ადგილობრივების აზრით, პრემიერ-მინისტრს სხვა გზა არ დარჩა, ფაშინიანს სამმხრივი შეთანხმებისთვის ხელი რომ არ მოეწერა, ომს გაცილებით დიდი მსხვერპლი მოყვებოდა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |