ხალხის აზრით
ონლაინ თუ სკოლაში - სად უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი?
18 იანვარს სასწავლო პროცესი ქალაქის სკოლებში ონლაინ რეჟიმში განახლდა. ახალციხის მოსახლეობის უმრავლესობა მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ სკოლები მზად არიან, კორონავირუსის გამოწვევებთან ერთად, სასწავლო პროცესის განაახლონ.

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, დისტანციური სწავლების დროს, გაკვეთილებზე ბავშვების მობილიზება სათანადოდ ვერ ხერხდება. ეს კი მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ინტერნეტის და ტექნიკის ხელმისაწვდომობა. გაეროს ბავშვთა ფონდის გლობალური ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მოსწავლეების 15%-ს ინტერნეტი არ აქვს, რაც ჯამში 50 400 ბავშვს შეადგენს.


ომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |