ხალხის აზრით
როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი სეზონური გრიპების პერიოდში?
თებერვალი სეზონური გრიპების აქტიურობის პერიოდად მიიჩნევა. ამ დროს განსაკუთრებით აუცილებელია იმუნიტეტის გაძლიერება. წელს სეზონურ გრიპებს თან კორონავირუსიც ერთვის, რის გამოც ეს პერიოდი ორმაგად საყურადღებოა.

რა ხერხებით ცდილობენ ადგილობრივები იმუნიტეტის გაძლიერებას და რას ურჩევენ ისინი სხვებს - თემაზე ახალციხის მოსახლეობა გამოვკითხეთ. ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ იმუნიტეტის გასაძლიერებლად ვიტამინების მიღება აუცილებელია, მოსახლეობის მეორე ნაწილის აზრით კი იმუნიტეტს ხალხური მეთოდებით მკურნალობა აძლიერებს, რაც მათი აზრით, ბევრად უსაფრთხო და სასარგებლოა. ისინი საზოგადოებას ხილისა და ბოსტნეულის დიდი რაოდენობით მიღებას ურჩევენ.

| Print |