ხალხის აზრით
გაიკეთებთ თუ არა Covid19-ის ვაქცინას?
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაცია თებერვლის ბოლოს დაიწყება და პირველ ეტაპზე, „ფაიზერის“ ვაქცინით სამედიცინო პერსონალის ნაწილი აიცრება. პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა რომ ვაქცინაციაა, ამაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა არაერთხელ ისაუბრა.
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 131 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა. იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებულად ჩაითვალოს, საჭიროა მოსახლეობის მინიმუმ, 60%-ის ვაქცინაცია მოხდეს.

Worldometer-ის სტატისტიკით, 8 თებერვლის მდგომარეობით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 106 752 707 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 2 328 807 პირი გარდაიცვალა.

ამის ფონზე, ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, დათანხმდებიან თუ არა ინექციაზე.
ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ბაზარზე არსებული ვაქცინების გვერდითი მოვლენების სრულფასოვანი შესწავლა არ მომხდარა, რაც მათ ნდობას ამცირებს. ნაწილი კი ამბობს, რომ ვაქცინაცია პანდემიისგან თავის დაღწევის ერთადერთი გამოსავალია და შესაბამისად, თანახმაა.



გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |