ხალხის აზრით
რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი? - შეფასებები ახალციხიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი დღეიდან, 18 თებერვლიდან ვაკანტურია. გიორგი გახარიამ გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო მიიღო.

რას ფიქრობენ ახალციხეში პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ მთავრობის მეთაურს პოსტი აქამდეც უნდა დაეტოვებინა, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გახარიას წასვლა გამოსავალი არ არის და სიტუაცია ამით არ დასტაბილურდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. გიორგი გახარიამ განმარტა, რომ მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზია ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

| Print |