ხალხის აზრით
დამნაშავე თუ პოლიტპატიმარი - ნიკა მელიას დაკავებას ახალციხელები აფასებენ
დღეს საქართველომ უკან დაიხია ევროატლანტიკურ სახელმწიფოთა ოჯახში უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე“, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას აშშ-ს საელჩო საქართელოში. დიპლომატები შეშფოთებას გამოთქვამენ და წუხან, რომ უგულებელყოფილია საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები თავშეკავებისა და დიალოგისკენ.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. მოქალაქეების ნაწილი ხელისუფლების ქმედებას აკრიტიკებს და თვლის, რომ ამ საქციელით ისედაც ჩიხში შესულ ქვეყანას პოლიტიკურ კრიზისამდე მიიყვანს. ისინი რთული მდგოარეობიდან გამოსავალს ვადამდელ არჩევნებში ხედავენ.
ადგილობრივების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ხელისუფლება სწორად იქცევა.



| Print |