ხალხის აზრით
"გასაბჭოებიდან დღემდე არაფერი შეცვლილა" - რა ვისწავლეთ 100 წელიწადში
25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. ქვეყნის გასაბჭოებიდან 100 წელი გავიდა. საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვება შეძლო, თუმცა ამ ხნის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ მოახდინა ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია.

გასაბჭოებიდან ზუსტად ერთი საუკუნის შემდეგ ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, რა ვისწავლეთ ოკუპაციით და რა შეიცვალა მას შემდეგ საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობებში.

ახალციხეში, მოქალაქეების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ საუკუნის წინანდელი ოკუპაცია საქართველოსთვის გაკვეთილი ვერ აღმოჩნდა და ქვეყანა ისევ რუსეთული გავლენის ქვეშ არის. მეორე ნაწილის აზრით, 100 წლის წინ საბჭოთა რუსეთს საქართველოს ოკუპაცია არ მოუხდენია და აქედან გამომდინარე, ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს.


| Print |