ხალხის აზრით
რა უნდა გააკეთოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთხ წელში?
მას შემდეგ, რაც ახალციხე, ადიგენი, ასპინძა, ბორჯომის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი ანტონ ობოლაშვილმა მოიპოვა, ხუთი თვე გავიდა. პარლმენტის წევრი სამცხის ოლქიდან ამბობს, რომ ოთხივე მუნიციპალიტეტში დეპუტატის ბიუროები უკვე შექმნა და აქტიურ მუშაობას არა მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში, არამედ რეგიონშიც იწყებს.

იცნობენ თუ არა ადგილობრივები მათ წარმომადგენელს პარლამენტში და რა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ ისინი ანტონ ობოლაშვილისგან - ეს კითხვა ახალციხეში მოსახლეობას დავუსვით. მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ დეპუტატმა მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებისთვის უნდა იმუშაოს, ნაწილს კი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი არ აქვს.

| Print |