ხალხის აზრით
ახალია და მეტი ეჭვი გვაქვს - რუსთავში ვაქცინაციის სანდოობაზე საუბრობენ
მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდო გართულებები და ნაკლები ნდობა მწარმოებლისადმი - ამ მიზეზებს ასახელებენ ასპინძის სოფელ რუსთავში, როცა ამბობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებენ.

მოქალაქეებს ვაქცინაციისადმი არაერთი კითხვა აქვთ და ამბობენ, რომ ამ საკითხებზე დეტალური ინფორმაცია კომპეტენტურმა პირებმა უნდა მიაწოდონ.
რუსთაველების შიში 18 მარტს, ახალციხეში მომხდარმა შემთხვევამ გააღრმავა. როცა 28 წლის მედდა აცრის შემდეგ გარდაიცვალა, სოფლის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა.

მომხდარის შემდეგ ადგილობრივებმა აცრამდე წინასწარი კვლევების ჩატერების საჭიროება დაინახეს. რუსთაველების ნაწილი ამბობს, რომ დამაკმაყოფილებელი ანალიზების შემდეგ მზადაა აიცრას.



| Print |