ხალხის აზრით
რომელი რეგულაციები ირღვევა ახალციხეში ყველაზე ხშირად?
საქართველოში, ერთ დღეში, რეგულაციების დარღვევის 1 344 ფაქტი გამოვლინდა. აქედან 104-მა პირმა ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა დაარღვია. 1 240 მოქალაქე კი პირბადის გარეშე იმყოფებოდა.

ერთი წელია საქართველოში მოქალაქეებს სხვადასხვა სახის შეზღუდვებით უწევთ ცხოვრება. კომენდანტის საათი, პირბადე, დისტანცია, დაკეტილი ობიექტები,,,

ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ, რომელი რეგულაციის უგულებელყოფა შეუმჩნევიათ ყველაზე ხშირად. მათი თქმით, ქუჩაში ირღვევა ორმეტრიანი დისტანციის და პირბადის ტარების წესები.

| Print |