ხალხის აზრით
აპირებთ თუ არა სააღდგომოდ საფლავზე გასვლას?

 

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში წლების განმავლობაში დამკვიდრებული ტრადიციებიც კი შეცვალა. მეორე წელია მოქალაქეები აღდგომის დღესასწაულს მოკრძალებულად აღნიშნავენ. მიცვალებულთა მოხსენიების დღეს კი ზოგიერთი მათგანი საფლავზე აღარ გადის, ვინც გადის რეკომენდაციების მიხედვით, სანთელს ანთებს და სახლში ბრუნდება.

ამჯერად, საკოორდინაციო საბჭომ სააღდგომოდ რეგულაციები არ გაამკაცრა, თუმცა მოქალაქეებს ურჩია, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავლობისგან.

აღდგომის ღამეს ძალაშია ე.წ. კომენდანტის საათი, რის გამოც სააღდგომო ლიტურგიას იმაზე ნაკლები მრევლი დაესწრება, ვიდრე აქამდე ესწრებოდა.

 


| Print |