მცირე ბიზნესი გაკოტრების საფრთხის წინაშე, გაუფასურებული ლარი, გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები, სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები და ეკონომიკური კრიზისი - ასეთია ცხოვრება კორონავირუსთან ბრძოლის მეორე წელს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვებით და ვირუსთან თანაცხოვრებით მათი ყოველდღიურობა თანდათან უფრო რთულდება.
როგორი იყო ცხოვრება ახალციხეში პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით. მოსახლეობა ამბობს, რომ ეპიდემია უახლოეს მომავალში ვერ დასრულდება, ამიტომ მოქალაქეები ბოლო იმედსაც კარგავენ.