ხალხის აზრით
როგორ აფასებთ შეზღუდვების მოხსნას?
საქართველოში ორი ყველაზე მკაცრი რეგულაცია - ე.წ. კომენდანტის საათი და ღია სივრცეში პირბადის ტარება გაუქმებულია. შვიდთვიანი მოქმედების შემდეგ, ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 30 ივნისს მოიხსნა, მანამდე კი მოქალაქეებს საშუალება მიერცათ პირბადე ღია სივრცეში აღარ ატარონ. თუმცა მოსახლეობას, ხალხმრავალ ადგილებში მისი გამოყენების რეკომენდაციას ექიმები მაინც აძლევენ.

რეგულაციების მოხსნასთან დაკავშირებით ახალციხელების აზრი ორად იყოფა. გამოკითხულთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ შეზღუდვები არ უნდა მოხსნილიყო, რადგან ეს ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის.

მეორე ნაწილი ამბობს, რომ რეგულაციების შემსუბუქება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან კომენდანტის საათი და ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივად გამოყენებული პირბადის ტარება ვირუსისგან ვერ დაგვიცავს. გარდა ამისა, ორივე შეზღუდვა დისკომფორტს განსაკუთრებით, ზაფხულში ქმნის.

| Print |