ხალხის აზრით
რას ცვლიან ქალები პოლიტიკაში?
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე, სამცხე-ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობის 18 კანდიდატია რეგისტრირებული, აქედან ქალი ორია. მამაკაცები ჭარბობენ ახალციხეში, 13 მაჟორიტარულ ოლქში წარდგენილ დეპუტატობის კანდიდატებშიც, სადაც 57-დან 21 ქალია.
  • „ქართული ოცნება“ – 13 კანდიდატიდან ერთი ქალი,
  • „ლეიბორისტები“ და „თავისუფალ საქართველო“ - ახალციხეში თითო მაჟორიტარობის კანდიდატი ჰყავთ და ისინი მამაკაცები არიან,
  • „ლელო“ - სამი კანდიდატიდან ერთია ქალი,
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ექვსი კანდიდატიდან სამია ქალი,
  • „ნაციონალური მოძრაობა“ - 13 კანდიდატიდან ორი ქალია,
  • „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი - 11 კანდიდატიდან 10 ქალია.
  • „ევროპული საქართველო“ - 9 კანდიდატიდან ოთხი ქალია.
რაც შეეხება პროპორციულ სიებს - აქ ყველა პოლიტიკური სუბიექტს კანონი ავალდებულებს, რომ ყოველი მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენელი იყოს. ამ რეგულაციის მიზანია, რომ ქალთა ჩართულობა და მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებში, გაიზარდოს.

ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ, რას შეცვლიან ქალები პოლიტიკაში?


| Print |