ხალხის აზრით
რატომ არ დადიან ახალგაზრდები არჩევნებზე?
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, ყველაზე ცოტა ამომრჩეველი ახალგაზრდებიდან მიდის. 2020 წლის 31 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების ანგარიშის მიხედვით, 18-29 ასაკის მოქალაქეები ამომრჩეველთა 18.78%-ს შეადგენდნენ. ამ ასაკობრივ კატეგორიაში ხმის მისაცემად, ძირითადად მამაკაცები მიდიან, შემდეგ ასაკობრივ კატეგორიაში კი ქალები აქტიურობენ. მნიშვნელოვანი სხვაობაა 60 წლის და მეტი ასაკის ქალ და კაც ამომრჩევლებს შორის. ქვეყანაში გასულ წელს გამართულ არჩევნებზე რეგისტრირებული ქალების 62% მივიდა, კაცების კი - 38%.

რატომ არ დადიან ახალგაზრდები არჩევნებზე - ეს კითხვა ახალციხეში მოქალაქეებს დავუსვით. მათი ნაწილი თვლის, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მნიშვნელოვან ცვლილებას არ გამოიწვევს, ამიტომ საარჩევნო უბანზე არ წავლენ, ახალგაზრდების ნაწილი კი ამბობს, რომ ორ ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე მიზეზით მიდიან. ესენია: მოქალაქეობრივი ვალდებულება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და დემოკრატიისკენ სწრაფვა.

| Print |