ხალხის აზრით
რაში უნდა დაიხარჯოს 2022 წლის ახალციხის ბიუჯეტი?
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამორტიზებული ქუჩების რეაბილიტაცია, გასართობი ცენტრებისა და პარკების მოწყობა ბავშვებისთვის, სოციალური პაკეტების გაუმჯობესება - ეს არის ინიციატივების ნაწილი, რისი განხორციელებაც ადგილობრივებს მომავალ წელს სურთ.მოქალაქეები ამბობენ, რომ 2022 წლის ბიუჯეტი ამ პრიორიტეტებზე უნდა დაიხარჯოს.

ახალციხის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 21 მილიონი ლარითაა წარმოდგენილი. მას მოგვიანებით ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი რამდენიმე მილიონი დაემატება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო განიხილავს.

მოქალაქეებს სამი დღე აქვთ, რომ საკუთარი ინიციატივებით წარმომადგენლობით ორგანოს მიმართონ. 25 ნოემბერს საკრებულო ბიუჯეტის პროექტს რეკომენდაციებთან ერთად, მერიას გადაუგზავნის.

| Print |