ხალხის აზრით
გაქვთ თუ არა მწვანე პასპორტი და როგორ მოიქცევით მისი ამოქმედების შემდეგ?
მოქალაქეებს ერთი დღე აქვთ, რომ „მწვანე პასპორტი“ მოიპოვონ. წინააღმდეგ შემთხვევაში პირებს, რომლებსაც კოვიდ პასპორტი არ ექნებათ, ვერ შევლენ კვების ობიექტებში, თეატრებში, მუზეუმებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში, სამთო კურორტების საბაგირო გზებსა და სხვადასხვა დაწესებულებებში.

მწვანე პასპორტს მიიღებენ პირები, რომლებიც არიან ორჯერ ვაქცინირებული, გადატანილი აქვთ კორონავირუსი, ჩატარებული აქვს 72საათიანი PCR კვლევა ან 48 საათიანი სწრაფი, ანტიგენ-ტესტი.

მთავრობა ფიქრობს, რომ ამ რეგულაციით ვაქცინის მსურველთა რაოდენობას გაზრდის. რამდენად ეფექტური იქნება „მწვანე პასპორტის“ ამოქმედება - ვკითხეთ მოქალაქეებს.

საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვების მიუხედავად, მაინც არ აიცრებიან, ნაწილი კი ამბობს, რომ „მწვანე პასპორტის“ მოპოვების შემთხვევაში, მოქალაქეები თავს უფრო დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნობენ.

| Print |