ხალხის აზრით
რას აკეთებს საქართველო რეზერვისტების გადამზადებისთვის?
რუსეთ-უკრაინის ომის კვალდაკვალ, ექსპერტები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ იქცევა საქართველო ყველაზე ცუდი სცენარის განვითარების შემდეგ. რამდენად მზად არიან ქვეყანაში სამოქალაქო თავდაცვისთვის და ფლობენ თუ არა ადამიანები იმ ელემენტარულ ცოდნასა და უნარებს, რომელიც ომის შემთხვევაშია საჭირო.

საქართველოში სარეზერვო სამსახურის ჩამოყალიბების ისტორია 16 წელიწადს ითვლის. ქართველი რეზერვისტები ყოველ თვე თავიანთ ასეულთან ერთად ერთ შაბათ-კვირას იკრიბებიან საცხოვრებელ მისამართთან ტერიტორიულად ახლომდებარე რომელიმე სამხედრო ქვედანაყოფის ბაზაზე და პროგრამით გათვალისწინებულ მომზადებას გადიან.

ტერიტორიული რეზერვი საქართველოში 2018 წლიდან რეფორმირებული აქტიური რეზერვის სამხედრო სამსახურის მთავარ სეგმენტს წარმოადგენს, რეზერვისტების საშტატო იარაღი მათი ტერიტორიული დანაყოფის ბაზაზე ინახება.

რას ფიქრობენ ახალციხელები სამოქალაქო თავდაცვისა და რეზერვის შესახებ, მეცხრე არხმა ადგილობრივები გამოჰკითხა.

| Print |