ხალხის აზრით
ერთად ვიყავით და ვყოფილიყავით ასე, რუსეთთან რა უნდათ? - ახალციხელები სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთებაზე
იმ ღამით, როდესაც სამხედრო ტექნიკა და პირადი შემადგენლობის კოლონები უკრაინისკენ წავიდა, ცხინვალში რუსეთის სამხედრო ბაზასთან ომში გაგზავნილი ჯარისკაცების მშობლები და ნათესავები შეიკრიბნენ. საოკუპაციო ჯარების ხელმძღვანელობასთან, თუმცა ცხინვალში მათ ასე არ უწოდებენ, ერთი კითხვა ჰქონდათ - რატომ წაიყვანეს ადგილობრივები უკრაინასთან ომში და რატომ დატოვეს დეფაქტო რესპუბლიკა დაუცველი. რუსეთიდან ჩასული სამხედრო მეთაურები მათ არწმუნებდნენ, რომ რეგიონში დარჩენილი ტექნიკაც და პირადი შემადგენლობაც საკმარისია იმისთვის, რომ ადგილობრივ საფრთხეებს გაუმკლავდნენ.

ოკუპირებული რეგიონიდან სამხედრო ტექნიკის გადაადგილების კადრები 16 მარტს გავრცელდა, ამას ისიც დაემთხვა, რომ უკრაინიდან გადმოასვენეს ცხინვალელი ანდრეი ბაკაევი, რომელიც რუსეთის 58-ე არმიაში მსახურობდა და ერთ-ერთი შეტაკებისას დაიღუპა.

გარდა ამისა, ცხინვალის რეგიონში გავრცელდა ჩრდილოეთ ოსეთის მედიის ცნობებიც, რომ ვლადიკავკაზში, რუსეთის მიერ უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ ,უკვე 12 ჯარისკაცია გადასვენებული. ამ ყველაფერმა ადგილობრივების შეშფოთება გამოიწვია და უკვე ხმამაღლა დაიწყეს დეფაქტო ხელისუფლების კრიტიკა.

რას ფიქრობენ ახალციხელები ცხინვალში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ შექმნილ ვითარებას, "მეცხრე არხმა" ადგილობრივები გამოკითხა.

| Print |
თეგები: ოსეთი / რუსეთი /