ხალხის აზრით
ჯობია მომკლან, ვიდრე გააძვირონ - ახალციხელები პურის მოსალოდნელ გაძვირებაზე

მაღაზიების ნაწილში პურის ზოგიერთი სახეობა 10 თეთრით გაძვირდა. მასობრივი წარმოების პურზე ფასის ზრდას, პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გამონაკლის შემთხვევებს უწოდებს. მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ თუ ფქვილისა და ხორბლის ფასის მატების ტენდენცია შენარჩუნდა, მაისში პური სავარაუდოდ, 20 თეთრით გაძვირდება. მიზეზად პურის გამოცხობისას საჭირო ყველა პროდუქტზე ფასის მატება სახელდება. მისი თქმით ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოდიოდა, 64-დან 75-ლარამდე გაძვირდა.

ახალციხეში ამბობენ, რომ მოსალოდნელი გაძვირება მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. მოქალაქეების ნაწილს რაციონის მთავარი კომპონენტის მენიუდან ამოღება ან შემცირება მოუწევს.
| Print |
თეგები: გაძვირება / პური /