ხალხის აზრით
ბიზნესმენს თუ სახელმწიფოს - ვინ უნდა ფლობდეს "ბორჯომს"?
კვირაზე მეტია ბორჯომის ჩამომსხმელი ორივე ქარხანა გაჩერებულია, ათასზე მეტი თანამშრომლის მომავალი კი - გაურკვეველი. დასაქმებულები „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ ხელმძღვანელებთან, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და დახმარებას ითხოვენ, რასაც ამ დრომდე ვერ მიაღწიეს. კომპანიის კრიზისი მისი რუსული მეპატრონის მიმართ, დასავლეთის სანქციებმა გამოიწვია. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ანგარიშები დაბლოკილია, სარეალიზაციო ბაზარი კი - დაკეტილი.

მოსახლეობა პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ სიახლეებს ელის, მუშები ფიქრობენ, რომ მთავრობა ან კერძო ინვესტორი, რუსი ბიზნესმენისგან „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტს გამოისყიდის. ვის ხელში უნდა მოხვდეს საქართველოს სიმბოლო - "ბორჯომი" და უნდა ჩაერიოს თუ არა პროცესში ქვეყნის მთავრობა - ეს კითხვა ადგილობრივებს დავუსვით.

| Print |