ხალხის აზრით
ადრე ფაშიზმს ვებრძოდით, ახლა რუსეთი სჩადის იგივეს - ახალციხელები 9 მაისზე

რუსეთი, რომელმაც 81 წლის წინ ბრძოლა გამოუცხადა ნაცისტურ გერმანიას და ფაშიზმს, ახლა თავად იქცა აგრესორად. ორ თვეზე მეტია ის უკრაინაში შეიჭრა და არა მარტო სამხედროებს, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებსაც ხოცავს.

ახალციხეში მოსახლეობა ამბობს, რომ საქართველოს ჩრდილოელი მეზობელი იმეორებს იმ შეცდომას, რომელიც გარმანიამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას დაუშვა, რუსი ჯარისკაცები კი მოქმედებენ ისეთივე სისასტიკით, როგორც ნაცისტები. ამის გამო, საზოგადოების ნაწილმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღნიშნულიყო, როგორც მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებშია. თუმცა მოქალაქეების ეს პოზიცია მთავრობამ არ გაიზიარა.
| Print |