ხალხის აზრით
რამდენად თავისუფალია მედიაგარემო საქართველოში?

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა საზოგადოება დააფიქრა, რამდენად თავისუფალია ქვეყანაში მედიაგარემო, ექმნება თუ არა საფრთხე ქვეყნის მმართველობისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს.

ახალციხეში გამოკითხული მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ მედიაზე ზეწოლა წარსულში, კომუნისტურ პერიოდში დარჩა. ადგილობრივების უმეტესობის აზრით კი დამოუკიდეველი მედიის გაკონტროლების მცდელობამ უკვე სისტემატიური სახე მიიღო. მათი თქმით, კრიტიკული მედიასაშუალების არსებობა ქვეყანაში აუცილებელია, რადგან ობიექტურ ინფორმაციას საზოგადოება სწორედ მისი მეშვეობით იღებს.
| Print |