ხალხის აზრით
რატომ უჭირთ სამსახურის პოვნა ახალციხელებს?

ახალციხის მოსახლეობას სამსახურის პოვნა უჭირს. ადგილობრივები ამბობენ, რომ უშედეგო ძებნის შემდეგ, იმედგაცრუებული ახალგაზრდები საზღვარგარეთ მიდიან.

დასაქმება რომ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, ამას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიც ადასტურებს. უწყების ცნობით, 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 2.1%-ით გაიზარდა.

მაჩვენებლები ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებში.
| Print |