ხალხის აზრით
როგორ იყენებენ ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებს?
საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერების დარგება მიდინარეობს. 300 ლარიანი ვაუჩერის აღება ფერმერს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში შეუძლია, ამისთვის კი აუცილებელია ფრმერთა რეესტრში იყოს დარეგისტრირებული.

ახალციხელი ფერმერების ნაწილი ამბობს, რომ ვაუჩერების დარიგება დაგვიანებულია, რადგან საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დასრულებულია. მათი ნაწილი კი მიიჩნევს, რომ გლეხის დახმარება არასდროს არის გვიან, რადგან ვაუჩერს ინვენტარისა და შხამ-ქიმიკატების შესაძენად მაინც იყენებენ.

300 ლარის ღირებულების ვაუჩერით აგრარულ მაღაზიებში ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო საჭიროების პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. მიღებული ვაუჩერის მოქმედების ბოლო ვადა 2022 წლის 30 ნოემბერია.
| Print |