ხალხის აზრით
იგრძნობა თუ არა ეკონომიკის ზრდა საქართველოში?

პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა და ეს პროცესი გაგრძელდება, მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათი ცხოვრების დონე თანდათან უარესდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, სურსათი, ნავთობპროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები სულ უფრო ძვირდება, მათი შემოსავალი კი ყოველდღიურ და აუცილებელ ხარჯებსაც არ ჰყოფნის. ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით, რთულ მდგომარეობაში პენსიონერები და სოფლის მაცხოვრებლები არიან. ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ, გრძნობენ თუ არა ეკონომიკურ ზრდას, რომლითაც საქართველოს მთავრობა ამაყობს.
| Print |