ხალხის აზრით
რამდენად სამართლიანად ნაწილდება სოციალური დახმარება ბენეფიციარებზე?

სოციალური დახმარება ბენეფიციარებზე უსამართლოდ ნაწილდება - ამბობენ ადგილობრივები. მოსახლეობა ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს დახმარების გარეშე ის ბენეფიციარები რჩებიან, რომელთათვისაც სუბსიდია შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოქალაქეები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანა უნდა გააძლიეროს, სამუშაო ადგილები შექმნას, დაასაქმოს მოსახლეობა და თანდათან შეცოტავდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ბიუჯეტიდან დახმარებას საჭიროებენ.

რატომ იზრდება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა საქართველოში და რამდენად სამართლიანად ნაწილდება მილიონობით ლარი ბენეფიციარებზე - ეს კითხვა მოსახლეობას დავუსვით.
| Print |