ხალხის აზრით
ამოქმედდება თუ არა შეზღუდვები და რეგულაციები ქვეყანაში?

კორონავირუსის შემთხვევების მატებასთან ერთად, მოქალაქეები ეჭვობენ, რომ საქართველოში შეზღუდვები და რეგულაციები ამოქმედდება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რეკომენდაციები მოქალაქეებმა თავად უნდა დაიცვან. მათი რჩევა ძირითადად, პირბადის ტარებას ეხება. ინფიცირების შემთხვევების ზრდას, საზღვრების გახსნას და რეგულაციების მოხსნას უკავშირებენ.

თუმცა ახალციხეში მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ შეზღუდვების საჭიროება არ იქნება. მოქალაქეები ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელიან.
| Print |