ხალხის აზრით
"ძმები ვართ, ძმები უნდა ვიყოთ" - ახალციხელები რუსი ტურისტების შემოსვლაზე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის ივლისში საქართველოში რუსეთიდან 156 737 ადამიანი შემოვიდა. მზარდი მონაცემების ფონზე, საქართველოში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეთათვის, სავიზო რეჟიმის დაწესებას ითხოვენ. პეტიციას ხელს 20 ათასზე მეტი პირი აწერს, მასში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში ორივე ქვეყნის მოქალაქეებმა 3 თვეზე მეტი დროით ვერ უნდა შეძლონ საქართველოში ყოფნა, რაც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტულად მოგზაურობას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების საკითხი დესტაბილიზაციისა და ომში ჩართვის ინტერესს ემსახურება.

ახალციხეში მოქალაქეებს ვკითხეთ, რა ვადით და პირობებით უნდა შემოვიდნენ რუსეთის მოქალაქეები საქართველოში.
| Print |