რეგიონი
ბელარუსის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა
ბელარუსში, გომელის რაიონში მდებარე „ზიაბროვკას“ სამხედრო აეროდრომზე ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 11 აგვისტოს, ადგილობრივი დროით 00:30 საათიდან სამხედრო ობიექტზე სულ მცირე 8 აფეთქება დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ივლისში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ბელარუსის „ზიაბროვკას“ აეროდრომი რუსეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით ირწმუნება, რომ ინციდენტის მიზეზი „ტექნიკის ერთ-ერთი ერთეულის“ აალება გახდა.

„10 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ძრავის გამოცვლის შემდეგ ერთ-ერთი ტექნიკა აალდა. პერსონალმა დროულად მიიღო ზომები ცეცხლის ჩასაქრობად. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
| Print |