ხალხის აზრით
რა პრობლემებს ქმნის გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტი

გაუმართავი საქალაქო ტრანსპორტი მოსახლობას წლებია დისკომფორტს უქმნის. მაცხოვრებლები ვერ ახერხებენ შორ მანძილზე ფეხით გადაადგილებას და უწევთ ტაქსით სარგებლობა, რაც მათთვის დამატებითი ხარჯია. ახალციხელებს ვკითხეთ, რა მარშრუტზე უნდა იარონ ავტობუსებმა და რამდენად მნიშვნელოვანია ქალაქში მათი ფუნქციონირება.

შეგახსენებთ, რომ 9 ივნისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის - ავტობუსების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებას საკრებულოს დეპუტატებმა საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი ლაზარაშვილის განცხადებით, ქალაქს, 18 ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი წლის ბოლომდე ეყოლება.
| Print |