"ახალგაზრდული შოუ" - ზარზმელი პედაგოგები

"ზარზმის აკადემიამ" ფუნქციონირება შაბათის სკოლის სახელით დაიწყო და უამრავ ბავშვს მისცა კომაროვის სკოლაში მოხვედრის შესაძლებლობა. მათ შორის იყვნენ დავით ბაღდოშვილი და მიხეილ გავაშელიშვილი.

აკადემიის დასრულების შემდეგ კომაროვის სკოლა დაამთავრეს და ახლა უკვე თავად უზიარებენ მომავალ თაობას ცოდნას და გამოცდილებას.

"ზარზმის აკადემიის" სწავლების მეთოდებზე, სირთულეებზე და სამომავლო პერსპექტივებზე აკადემიის ახალგაზრდა პედაგოგები, დავით ბაღდოშვილი და მიხეილ გავაშელიშვილი გადაცემაში "ახალგაზრდული შოუ" - საუბრობენ.
| Print |