დიალოგი - მაჟორიტარობის კანდიდატები გელა კვარაცხელია და გიორგი ჩიტაური წყალთბილაში

 

ჩვენი ეთერი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტებს ეთმობა.

დავიწყეთ გადაცემათა ციკლი, სადაც ორ-ორი კანდიდატი ჩვენთან ერთად შეხვდება ამომრჩევლებს და მათ კითხვებს უპასუხებს.

მაჟორიტარები დაწყვილდნენ ფარული კენჭისყრით, რომელიც ტელეკომპანია მეცხრე არხში გაიმართა და მას თავად კანდიდატი ან მისი წარმომადგენელი ესწრებოდა. ამავე მეთოდით განისაზღვრა რომელი კანდიდატი რომელ მუნიციპალიტეტში შეხვდებოდა ამომრჩეველს.

წილისყრაში მონაწილეობა ბოლო წუთს გადაიფიქრა „ქართული ოცნების“ კანდიდატის წარმომადგენელმა. თუმცა ბატონ ანტონ ობოლაშვილს აუცილებლად მოვიწვევთ დებატებში.

დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობენ „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნას“ კანდიდატი გელა კვარაცხელია და „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატი გიორგი ჩიტაური. წილისყრის მიხედვით, მათ ახალციხის მუნიციპალიტეტი შეხვდათ.

წყალთბილა ეთნიკურად სომეხი თემით დასახლებული მაღალმთიანი სოფელია, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან სამ კილომეტრში მდებარეობს.


 

| Print |